Saturday, October 18, 2008

საცდელი პროექტი: ორი თავისუფალი საქართველო (1918-1921; 1990-2008)

1.პროექტის სახელი: ორი თავისუფალი საქართველო (1918-1921; 1990-2008)
2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები ადარებანს საქართველოს თავისუფლების ორ პერიოდს. შედარების მეთოდის გამოყენებით მსჯელობენ ამ პერიოდის საქართველოს დადებით და უარყოფით მხარეებზე.
3.პროექტის სრული აღწერა: პროექტი უნდა შედგებოდეს რამოდენიმე ნაწილისაგან, რომელმაც უნდა მოიცვას საქართველოს სხვადასხვა სფეროები, ყურადღება უნდა გამახვილდეს ჩვენი მეზობლების ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაკავებულ პოზიციებზე და ამ პოზიციების შედეგებზე. ცალკე სამსჯელოა საქართველოს მიერ წარმოებული საომარი ოპერაციები მაშინ და ეხლა. განხილული უნდა იქნეს მაშინდელი სამხრ. საქართველოს მდგომარეობა და დღევენდელი სამხრ. საქართველო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები.
5.ვადები/ხანგრძლივობა: პროექტის წარმოსადგენად საჭიროა 2-3 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პროექტი მოცავს სხადასხვა სფეროს , ამიტომ აქტიურად შეიძლება მსჯელობები, დისკუსიები გეოგრაფიის, ეკონომიკის და რაღა თქმა უნდა ისტორიის გაკვეთილებზე, მოძიებული უნდა იქნას სარქივო მასალები, ფოტო და კინოდოკუმენტები ინტერნეტიდან, აქტიორად შეიძლება თვითმხილველთა ჩართვა, მათი სკოლაში მოწვევა და გასაუბრება.
7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შეისწავლიან და სწორად შეაფასებან მიმდინარე მოვლენებს, წარსულის შეცდომების გათვალისწინებით განსაზღვრავენ მომავალ შედეგებს, გააკეთებენ სწორ არჩევანს. უკეთ გაეცნობიან თავისი ქვეყნის წარსულს და აღიქვამენ აწმყოს. მიეჩვევიან საინტერესო მასალის მოძიებას, მის დამუშავებას. კრიტიკულ აზროვნებას, აზრის დაცვას. შექმნიან ვებ-ბლოგებს.
8.სამუშაო ენა: ქართული
სარგებელი სხვებისთვის: 1990-2008 წ.-ის მოვლენების თვითმხილველებთან შეხვედრები და საუბრები სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის. თავისი ისტორიის მცოდნე ახლგაზრდობის ყოლა პოზიტიურად აისახება საქართველოს მომავალზე.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ქართული ლიტერეტურა, ეკონომიკა, გეოგრეფია,ლოგიკა უცხო ენები.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ირმა არუსია
13.პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: irma.arusia@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:www.iearn.org. (თავისუფალი საქართველო)
15.პროექტის ვებ -გვერდი/ბლოგი:http://tavisufalisaqartvelo.biogspot.com